https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა მიზნები აქვთ გურულ კლუბებს

16:12; 5.12.2010
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეროვნული პირველობის ორ ლიგაში ერთბაშად 5 გურული კლუბი რომ გამოდის, ეს პირველად ხდება. ასევე პირველადაა, როცა ერთდროულად 2 გურულ კლუბს ფარმ-კლუბებიც ჰყავს. გარდა ამისა, “გურიას” _ უმაღლეს ლიგაში, ხოლო “ბახმაროს” პირველ ლიგაში აღზევების შანსი აქვთ. უკვე დაასრულა სეზონი ყველაზე ტიტულოვანმა გურულმა კლუბმა “გურიამ” _ ეროვნული თასის პირველი მფლობელი დასკვნით ტურში ისვენებს. უფულო ლანჩხუთელები მოწინავეთა შორის არიან.
მაშინ, როცა წალენჯიხასა და ხობში ფეხბურთის გუნდებს 300 ათას ლარით აფინანსებენ, ბათუმში, საჩხერესა თუ მარტვილში კი ეს თანხა ნახევარ მილიონს აღემატება, ლანჩხუთში “გურიას” წლევანდელი დაფინანსება მხოლოდ 150 ათასი ლარია. ამასთან, მიმდინარე სეზონში ფეხბურთელებს ჯამაგირი საერთოდ არ მიუღიათ და ამ ფონზე მართლაც საოცრებაა, ჩვენებურები სატურნირო ცხრილის მოწინავეთა შორის რომ იმყოფებიან. ქართულ საფეხბურთო წრეებში არავის სჯერა, რომ  წელს “გურიას” ფინანსურად უკიდურესად უჭირს.
როგორ ახერხებენ ამ პატარა სასწაულის მოხდენას, რა გეგმები და მიზნები აქვთ და იბრძოლებს თუ არა “გურია” უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის, ამის შესახებ გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაც კახა ებრალიძეს მანამდე ვესაუბრეთ, სანამ გურიას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ეწვეოდა:
_ კახა, ერთი წელი გავიდა, რაც გურიის ფედერაციას ხელმძღვანელობთ. რა ხდება დღეს გურულ ფეხბურთში?
_ არის ფინანსური პრობლემები, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ გურიაში ფეხბურთის პროპაგანდა გავწიოთ. ვატარებთ რამდენიმე შეჯიბრს ჭაბუკებს შორის. ახლახანს ფეხბურთის ფედერაციამ კარგ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი _ რეგიონიდან სხვადასხვა ასაკის მოზარდები მიგვყავს შაბათობით თბილისში, სადაც ხდება შერჩევა. რამდენიმე ლანჩხუთელი და ოზურგეთელი ჭაბუკი მობურთალი გადავიდა მეორე ტურში, ანუ სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურეს. კარგი იქნება, თუ ინვესტორები შემოვლენ, ბიზნესმენები დაეხმარებიან საფეხბურთო სკოლებს, კლუბებს. რეგიონში ფეხბურთი რომ უყვართ, იქედანაც ჩანს, რომ პირველ ლიგაში ორი კლუბი გვყავს, ხოლო რეგიონალლიგაში ერთბაშად 3 კლუბი გურიიდან პირველად გამოდის. ასევე პირველად მოხდა, რომ “გურიას” და “მერცხალს” _ ორივეს ჰყავს ფარმ-კლუბი. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, გურიას ორი თუ არა, ერთი კლუბი მაინც ჰყავდეს უმაღლეს ლიგაში, მაგრამ ვიყოთ რეალისტები _ არსებული ფინანსური მდგომარეობის თუ შესაძლებლობების ფონზე, ეს გამორიცხულია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ფეხბურთის სფეროში ის ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც ბევრი აქვთ გაკეთებული კონკრეტული რაიონის, მთლიანად რეგიონისა და შესაბამისად, ქართული ფეხბურთისთვის. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს გურიაში არსებული პრობლემების მიუხედავად, ფეხბურთი ცოცხლობს და ვითარდება.
_ რა მდგომარეობაა გურულ კლუბებში? რა თქმა უნდა, ფინანსურ კუთხეს ვგულისხმობ.
_ ჩოხატაურს გუნდი რეგიონულ ლიგაში ჰყავს, შედარებით ნაკლები ხარჯი აქვს და ასე თუ ისე, შეძლებისდაგვარად, “ბახმაროს” ამ კუთხით ნაკლებად აქვს პრობლემები. რაც შეეხებათ “გურიასა” და “მერცხალს”, მათ პრობლემები აქვთ. თუმცა, დღეს ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი პრიორიტეტულია, არის ხელშეწყობა და დიდი იმედი გვაქვს, რომ გურიაშიც და მთლიანად საქართველოში, ამ მხრივ ყველაფერი დალაგდება, რაც კლუბებს არსებობის საშუალებას მისცემს. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ სასურველია გამოჩნდეს ინვესტორი და კლუბი კერძო გახდეს.
_ ჩვენთან საუბარში ზვიად სიჭინავამ არაერთხელ აღნიშნა, რომ “გურიისთვის” სპონსორს ეძებს. ამ წუთისთვის რომ გამოჩნდეს ინვესტორი, “გურიას” უპრობლემოდ შეიძენს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ აქამდე ხშირად იყო, როცა სპონსორი გააქციეს.
_ ამ წუთისთვის კლუბს ყადაღა ადევს, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციას აქვს სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმება, რომ ინვესტორს “გურიას” სიმბოლურ თანხად, 1 დოლარად მიჰყიდიან და პრობლემა ამ მხრივ არ შეექმნება.
_ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, გადასცემენ თუ არა ინვესტორს გრიგოლეთის ბაზას?
_ რა თქმა უნდა! თუმცა, აქ ჩადებული იქნება პირობა, რომ წელიწადში კლუბს მილიონი ლარი დაახარჯოს. სხვათა შორის, ამ საკითხზე ჩვენი გამგებელი, ბატონი გია გოგუაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შევახვედრე. ბატონმა ზვიად სიჭინავამ მაშინაც დაადასტურა ზემოთქმული.
_ სანამ მილიონის დამხარჯველი ინვესტორი მოვა, გაანგარიშებული გექნებათ, მაინც რამდენი ჯდება გუნდის შენახვა?
_ პირველ ლიგაში ნორმალურად რომ იასპარეზო და უმაღლეს ლიგაზე იფიქრო, მინიმუმ 300 ათასი ლარია საჭირო. ესეც სწორი მენეჯმენტის პირობებში, თორემ არიან კლუბები, რომლებსაც ნახევარმილიონიანი დაფინანსება აქვთ და წარმატებას მაინც ვერ აღწევენ. ანუ იგივე “გურიისთვის” 300 ათასი საკმარისია, რადგან სწორი და გამართული მენეჯმენტის გარანტიას ვიძლევით. უმაღლეს ლიგაში, მინიმუმ, 600 ათასია საჭირო სეზონის მანძილზე.
_ როგორც ვიცი, ამჟამად ფეხბურთელებს ჯამაგირი მიღებული არ აქვთ…
_ სამწუხაროდ, ასეა. მარტის შემდეგ ბიჭებს ხელფას-პრემია ჯერ ვერ მივეცით. ახლახანს მიღებული 50 ათასით ძველი დავალიანების ნაწილი გავისტუმრეთ.
_ თუ მარტიდან მოყოლებული ფეხბურთელებს პრემია-ხელფასი არ მიუღიათ და მოწინავეთა შორის ხართ, რა საჭიროა 300 ათასი? მართალია, მე პირადად ამ კითხვას ნახევრად ხუმრობით ვსვამ, მაგრამ ბევრს სერიოზულად გაუჩნდება ეს მოსაზრება.
_ (იცინის) ჩვენს ბიჭებს თავის დროზე რომ მიეღოთ ხელფასი და პრემია, ალბათ, ამ შედეგს ვერ მივაღწევდით. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ხელმძღვანელობის და ფეხბურთელების ვალია, ასეთ დროს გაქცევაზე კი არ იფიქროს, არამედ კლუბს გვერდით დაუდგეს, რომ ეს პრობლემები ერთად გადავლახოთ. რა თქმა უნდა, დაფინანსების გარეშე მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება ეს ყოველივე.
_ კახა, პირდაპირ გეტყვით _ კარგად ვიცი, გუნდის ასეთ სიტუაციაში შენარჩუნება თქვენი დამსახურებაა. მაინც როგორ ახერხებთ ამას?
_ ამ ბიჭებთან ერთად წლების განმავლობაში მიხდებოდა ფეხბურთის თამაში, ჩამომიყალიბდა მეგობრული დამოკიდებულება. ალბათ, ამ ურთიერთდამოკიდებულებამ, ერთმანეთისადმი პატივისცემამ და ნდობამ ითამაშა მთავარი როლი, რის გამოც ყველა მათგანს მადლობას საჯაროდ ვუხდი.
_ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დღეს უმაღლესი ლიგის გუნდებიც კი გაფიცვებს აწყობენ, ზოგს ძირითადი მოთამაშეები ტოვებენ, თქვენ იმას როგორ ახერხებთ, რომ 8 თვეა ფეხბურთელებს ფული არ მიუღიათ და ერთხელად არ გამოჟონილა ხმები გაფიცვის სურვილის შესახებაც კი? რა არის ამის მიზეზი, კლუბში დიქტატორული მმართველობა ხომ არ გაქვთ, რომ ხმებიც არ გამოვიდეს?
_ (იცინის) ხუმრობთ, როგორც ჩანს. ამიტომ ვუხდი მადლობას ყველა ფეხბურთელს და ნამდვილად ვარ ამაყი, რომ ჩვენს ბიჭებს გაფიცვის სურვილი არ გასჩენიათ. ამასთან, ყოველთვის გვქონდა და გვაქვს იმედი, რომ დავალიანებები გასტუმრებული იქნება.
_ მაოცებს “გურიის” საკადრო პოლიტიკა. მაშინ, როცა წლის შუაში კლუბი დატოვა ათზე მეტმა მოთამაშემ, ამავე დროს სეზონის მსვლელობისას თავს უფლება მიეცით, გაგეშვათ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. ამ პირობებში როგორ ხდება, რომ “გურია” კიდევ უფრო უკეთეს შედეგს აღწევს?
_ ეს მართლაც გასაკვირია, თუმცა, მიმაჩნია, რომ აქ გადამწყვეტი როლი ფეხბურთელების სწორად შევსებამ იქონია. ძალიან გამოგვადგა ფარმ-კლუბის არსებობა _ იქედან რამდენიმე ძირითად გუნდში გადავიყვანეთ, რამდენიმეს კიდევ დავაწინაურებთ. ასევე ძლიერი მოთამაშეები დავიმატეთ სეზონის მიმდინარეობისას.
_ როცა წამყვან ფეხბურთელებს შუა სეზონში გუნდიდან უშვებენ, იქ რაღაც ხდება. რა მოხდა “გურიაში”?
_ შესაძლოა, დღეს “გურიასა” და მთლიანად ქართულ ფეხბურთსაც უჭირს, მაგრამ ჩვენი კლუბის მაისურის ტარება ყოველთვის ჭაბუკი მობურთალების ოცნება იყო. ვერ შევეგუები, ფეხბურთელი “გურიის” მაისურს რომ არ აფასებს. ამიტომ იყო, სეზონის მიმდინარეობისას მივიღეთ უაღრესად სარისკო გადაწყვეტილება _ წამყვანი ფეხბურთელები კლუბის ინტერესების არაჯეროვნად დაცვის გამო გავათავისუფლეთ. რისკი დიდი იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ამის შემდეგ კლუბი კიდევ უფრო ათამაშდა.
_ ჩვენი ინფორმაციით, როცა კლუბს პირველი ჩავარდნა ჰქონდა, “გურიის” საწვრთნელ პროცესსაც თქვენ მართავდით და მოუგებელი სერია წაუგებელმა შეცვალა…
_ მოდით, ეს კითხვა უკომენტაროდ დავტოვოთ.
_ შარშანაც წარმატებული სამწვრთნელო სერია გქონდათ, წელსაც _ ადასტურებთ თუ არა, რომ თქვენს სახელთანაა დაკავშირებული კლუბის წარმატება? მწვრთნელობაზე არ გიფიქრიათ?
_ არასოდეს არ უნდა თქვა _ არასდროს, მაგრამ ამას გამოვრიცხავ. ყოველთვის ვისურვებდი “გურიას” ძლიერი მწვრთნელი ჰყავდეს.
_ არადა, ბევრისგან მომისმენია _ გასულ წელს სფფ-ს არჩევნებში კენჭი რომ არ გეყარათ, “გურიისთვის” უკეთესი იქნებოდა _ გუნდს უმაღლესში გადაიყვანდაო…
_ სამწუხაროდ, გამორიცხულია იმ კლუბის უმაღლეს ლიგაში გადასვლა, რომელსაც სეზონის დაწყების წინ მყარი ფინანსური გარანტია არ ექნება. ასე რომ, ჩემი მწვრთნელობა არ იყო გადამწყვეტი.
_ ანუ რისი თქმა გინდათ _ “გურიას” ამ სეზონში შანსი არ აქვს?
_ ფული ყველაფერს არ ნიშნავს. მთავარია გუნდში ერთსულოვნება, დაბალანსებული ურთიერთობები, საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა და მხოლოდ ამის შემდეგ ფინანსები…
_ რა იმედს აძლევთ “გურიის” ქომაგებს?
_ ერთ რამეს ვპირდები მათ _ “გურია” ყოველთვის იქნება ანგარიშგასაწევი ძალა. რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ციხიდან დაწყებული სამართლის ძიება (პირველი ნაწილი)

მთაწმინდის პანთეონის ჩოხატაურელი ბინადარნი

ყველა სიახლე

საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7.12.2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი

15:47; 7.12.2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7.12.2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7.12.2025
საზოგადოება

2024/2025 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 9 024-მა მოსწავლემ შეწყვიტა – დეტალები

15:03; 7.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
პოლიტიკა

“საჭიროა საერთაშორისო გამოძიება” – ბარამიძე ქიმიურ ნივთიერებაზე

13:46; 7.12.2025
მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025
სამართალი

პოლიციამ ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი დააკავა

10:12; 7.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო