(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გასულ კვირაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში, ერთ-ერთი ოჯახი გაძარცვეს. ქურდებმა, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მკვიდრნი აღმოჩნდნენ, ოჯახიდან გარკვეული რაოდენობის თხილი და დოლარი გაიტაცეს.
როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ქურდებიდან ერთ-ერთი ქალბატონია. დამნაშავეები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მათ აღიარეს დანაშაული და ისიც რომ, მსგავსი რამ წარსულშიც ჩაუდენიათ.