სამტრედიაში მცირეწლოვანი ბავშვის ცემასთან დაკავშირებით შს სამინიტრო უკვე დაინტერესდა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით სამტრედიის პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.
სამტრედიაში მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეოთხე კლასელი ბავშვი სცემეს, რომელიც ტვინის შერყევით ქუთაისის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ბავშვებს შორის დაპირისპირება გუშინ საღამოს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა. როგორც ნაცემი ბავშვის ახლობლები აცხადებენ, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-12 საჯარო სკოლის მეოთხე კლასელი ბავშვი ლეკვის გამო სცემეს და კვალის დასაფარად ფოთლები დააყარეს. ბავშვი მძიმე მდგომარეობით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.