პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის (კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა) გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ქართველი სტუდენტები 1 500-ზე მეტი გუნდიდან 80 საუკეთესოში მოხვდნენ.
MACS-ის სტუდენტებმა შესარჩევი ციკლი ქართულ უნივერსიტეტებს შორის ჩემპიონატზე ტრიუმფით დაასრულეს და პირველი ხუთი ადგილი მათ დაიკავეს, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც აღმოსავლეთ ევროპისა და ახლოაღმოსავლეთის ქვეყნების ძლიერ უნივერსიტეტებთან მოუწიათ შეჯიბრი.
MACS-ელების გუნდისთვის ნახევარფინალიც წარმატებული აღმოჩნდა და მათ ფინალში ისეთი დიდი სასწავლებლების სტუდენტებთან მოუწევთ შეჯიბრი, როგორებიცაა, სტენფორდის, ჰარვარდისა თუ მასაჩუსეტსის (MIT) უნივერსიტეტები.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აქამდე ერთადერთი ქართული გუნდი 5 წლის წინ გავიდა.