ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა ერთი დღით მასწავლებლის როლი მოირგეს. აღსანიშნავია, რომ ეს პატივი მოსწავლეებს უკვე მეორედ ერგოთ:
_ მსგავსი ღონისძიება პირველად ოქტომბერში გავმართეთ. მოსწავლეებს ისე მოეწონათ მასწავლებლების როლში შესვლა, რომ გიმნაზიის რექტორატმა მათ განმეორებით დაუთმო სამასწავლებლო და ბავშვებმაც არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ახალ გამოწვევას, _ გვითხრეს სასულიერო გიმნაზიაში.
'