შს მინისტრის პირველ მოადგილედ ვახტანგ გომელაური, მოადგილეებად კი სდსს-ს ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაინიშნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი უსაფრთხოების და კრიზისების საბჭოს მდივნის მოადგილედ გადადის.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი შიდა უწყებრივი გადაადგილება განვახორციელოთ, კერძოდ, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი დაინიშნება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ, ვახტანგ გომელაური იქნება შს მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე თეიმურაზ მღებრიშვილი, რომელიც იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი დაინიშნება შს მინისტრის მოადგილედ. ასევე ჭიკაიძის მოადგილედ გადავა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მისი უფროსის თანამდებობაზე ვაბრუნებთ ყოფილ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.