სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, გამგებლის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ და გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაიზერ ცელაძემ, მუნიციპალიტეტის სოფლებში დახმარების სახით საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საოჯახო ნივთები და საკვები პროდუქტები დაარიგეს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის დადგენილების შესაბამისად „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 მაისის ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს გადაუდებელი პირველადი დახმარება გადაეცა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ათი ასეთი ოჯახი შეირჩა: სოფელი ჭანიეთი – იოსებ კაპანაძე, ბახვი – კახაბერ შარაშენიძე, შემოქმედი (გომი) – ზაზა ყაზაიშვილი, გურიანთა – თეიმურაზ კვირკელია, მერია – ირმა კუხალეიშვილი და ვენერა გიორგაძე, ნატანები – გიორგი შუკაკიძე, ლაითური – ნოდარ ცეცხლაძე, ჯუმათი – შორენა გოგრიჭიანი, შრომა – ეკატერინე ზავრაშვილი.
(R)