ყვარელში, ორი წლის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი გაიხსნა. კოლხური თეთრიდან ლარამდე ყველა ფულის ერთეული შეგიძლიათ ნახოთ. მუზეუმის დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს მსოფლიო ფულს, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი ფულის მუზეუმში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ერთადერთია, რომელიც მთლიანად და განუყოფლად ეძღვნება მხოლოდ ფულს და სადაც სისტემურადაა გამოფენილი საქართველოში 26 საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცეული ფულის ნიშნები.
როგორც მუზეუმში გვითხრეს, წელს ფულის მუზეუმს 3700 მნახველი ჰყავდა.