ცოტა ხნის წინ ამერიკულ მასმედიაში ბატონ ბარაკ ობამას ბიოგრაფიის რამდენიმე უცმობი დეტალი გამოქვეყნდა.
გენეალოგიის საკითხებში ცნობილი სპეციალისტის, უილიამ ადამს რეიტვეზნერის ცნობით, ბარაკ ობამას წინაპრები, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დასახლებული ერთ-ერთი პირველი რეგისტრირებული მოსახლეები – ედვარდ ფიცრანდოლფი (1607-1684) და მართა ელტონჰედი (1628-1689) იყვნენ, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე გადასახლებული, დიდი ბრიტანელი მეფეების – ვილჰელმ (ლომი) პირველი შოტლანდიელის (ფიცრანდოლფის მხრიდან) და ედუარდ პირველი ინგლისელის (ელტონჰედის) შთამომავლები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ვილჰელმი და ედუარდი, რიურიკების სამეფო საგვარეულოს, რუსეთის მეფის იაროსლავ ბრძენის ქალიშვილების შთამომავლები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ობამა შესაძლოა, რუსეთის სამეფო ოჯახის შთამომავალი იყოს. ასევე, რეიტვეზნერის ცნობით, ბარაკ ობამას შესაძლო წინაპარია ბრეტონელი ჰერცოგი ედ პირველი, რომელიც მეფეების – კარლ და ალფრედ დიდების შთამომავალია.
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა კატეგორიულ უარს აცხადებს იმ ფაქტზე, რომ მისი მეუღლე თმას იღებავს. ბარაკ ობამას თმის გაჭაღარავება მას შემდეგ დაეწყო, რაც თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში დაიდო ბინა. პრეზიდენტობის განმავლობაში გადაღებულ ფოტოებზე ობამას ხშირად ეცვლებოდა ვარცხნილობა, იგი ხან ჭაღარაშეპარული, ხან კი სრულიად შავი თმით ჩნდებოდა. თმის შეღებვის ფაქტს თავად ობამაც უარყოფს, თუმცა ფოტოებიდან აშკარად ჩანს, რომ პრეზიდენტი თმის საღებავს მოიხმარს. საინტერესოა, რომ ობამას მსგავსად, თმის შეღებვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა რონალდ რეიგანი, რომელიც ასევე განიცდიდა ჭაღარა თმების გაჩენას.
ამერიკულ პრესაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა პერიოდულად გეი-სკანდალის მონაწილე ხდება. გაზეთ „ვაშინგტონ ინსაიდერის” ცნობით, 90-იან წლებში, ჯერ კიდევ ილინოისის შტატის სენატორობისას ბარაკ ობამა ხშირად სტუმრობდა ერთ-ერთ კლუბს, სადაც გავრცელებული ვერსიით მდიდარი „ცისფერები” იყრიდნენ თავს. გარდა ამისა, ამერიკულ პრესაში გავრცელდა ობამას სავარაუდო საყვარლების ვინაობაც. ესენი არიან: მავანი ლარი სინკლერი, რომელსაც თითქოს ინტიმური კავშირი ჰქონდა ობამასთან, თეთრი სახლის აპარატის უფროსი, რემ ემანუელი და ობამას პირადი მწვრთნელი კალათბურთში, რეჯი ლავი, რომელიც თვეში ხელფასის სახით 104 ათას დოლარს იღებდა.
ერთხელ ბარაკ ობამამ მონაწილეობა მიიღო ტელეარხ „დისქავერის” ცნობილ გადაცემაში „ლეგენდების მსხვრეველები”. პრეზიდენტმა პირადად დაავალა გადაცემის წამყვანებს – ექსცენტრიკულ ადამ სევიჯს და ჯეიმი ჰაინემანს შეემოწმებინათ ძველი ლეგენდა, რომლის თანახმადაც ანტიკურმა მეცნიერმა არქიმედემ გადაწვა რომაული საზღვაო ფლოტი მზის სხივებისა და სარკეების სისტემის გამოყენებით.
მიშელ ობამა მეუღლის გაპრეზიდენტების შემდეგ მუდმივად მოდის კრიტიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მსოფლიო მოდის ფოკუსში მყოფი მიშელი ცნობილ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას, ძირითადად, „კელვინ კლაინს”, „იზაბელ ტოლედოს”, „ნარცისო როდრიგესსა” და „ნინა რიჩის”. სამკაულებიდან კი ბოლო დროა, ერთ-ერთ ჩინურ საიუველირო ბრენდს ირჩევს. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორესთან შეხვედრის დროს, მიშელ ობამას სწორედ ჩინური ბრილიანტებითა და ჟადეიტით მორთული ბეჭედი ეკეთა.