ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავდაცის სამინისტროს სსიპ "გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის" სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი ბახვა სურმანიძე დააკავა.
"დადგენილია, რომ ბრალდებული სსიპ "სამხედრო ჰოსპიტალის" მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს გაუწია დახმარება, კერძოდ მოახდინა ტენდერით გათვალისწინებული მომსახურეობის შესყიდვა მეწარმე სუბიექტისთვის სასურველი პირობით, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით აიღო 400 ლარი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით, რაც თავისუფლების 6-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", _ ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.