ორიოდე დღის წინ გამოცემამ „USA Today“ საინტერესო ინფორმაცია გავრცელა.
აღმოჩნდა, რომ პოპულარული მსახიობი, 71 წლის რობერტ დე ნირო ბუდიზმით სერიოზულად დაინტერესდა.
მსახიობის ახლობლების მტკიცებით, დე ნირომ ყველა მავნე ჩვევაზე უარი განავხადა. მან ალკოჰოლს სამუდამო უარი გამოუცხადა. რაც ყველაზე მთავარია, ნიკოტინიც გადააგდო და სიგარეტს საერთოდ აღარ ეკარება.
დე ნირო მეგობრებს უმტკიცებს, რომ ბუდიზმმა მისი ცხოვრება ძირეულად შეცვალა, რის გამოც უახლოეს მომავალში ნეპალში გამგზავრებას აპირებს. ამერიკელი ჟურნალისტების მტკიცებით, მსახიობს ბერად აღკვეცა სურს.
ბატონი რობერტის ბოლო განცხადებებმა მის ახლობლებს თავზარი დასცა. ისინი ახლა ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ბუდისტი დე ნირო ამქვეყნიური ცხოვრებისაკენ შემოაბრუნონ. მსახიობის მეგობრების მტკიცებით, ამ მცდელობას ჯერჯერობით არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.