ცნობილი ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი ამჟამად 34 წლის ბრძანდება. პოდიუმისთვის ეს ასაკი „საპატიოდ“ ითვლება. ამის მიუხედავად პელეს თანამემამულე ქალბატონი მშვენიერ „სპორტულ“ ფორმაში იმყოფება.
ცოტა ხნის წინ მოდელმა უცნაური განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, ფორმის შენარჩუნებაში ხორცის სიყვარული ეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ ჟიზელს ჰამბურგერები ყველაფერს ურჩევნია, სასურველი ფიზიკური კონდიციების შენარჩუნებას მაინც ახერხებს.
„ძალიან სპორტული ადამიანი გახლავართ. ვჭამ ყველაფერს რაც მომწონს. დიეტის დაცვა სასტიკად მძულს. ხორციანი სადილების უსაზღვრო სიყვარულის გამო ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშებს ყოველდღე რამდენიმე საათს ვუთმობ.“ – განაცხადა ბრაზილიელმა მოდელმა.