"ეშინიათ და იმიტომ და ამის საფუძველიც აქვთ", _ ასე უპასუხა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას _ რატომ აკრიტიკებენ მას როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" წევრები.
შიხიაშვილის თქმით, ის არასდროს ყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
_ მე არასდროს ვყოფილვარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. არც "ქართული ოცნების" წევრი ვარ. უბრალოდ, "ქართული ოცნების" მომხრე ვარ, _ აღნიშნა შიხიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "იმედის კვირაში" სტუმრობისას.