როგორც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, წლის განმავლობაში სუიციდის 5 სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ მხრივ პროგრამებია ასამუშავებელი.
მთავარი პრობლემა კი, ომბუდსმენის თქმით, წლის განმავლობაში იყო ის, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სათანადო გამოძიებები არ ტარდებოდა.
"ეს ეხება უშუალოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს, ასევე პროკურატურას, რომელმაც გამოძიება უნდა ჩაატაროს. არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, არც ერთი საქმე რეალურად ბოლომდე არ მისულა", _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.