პარლამენტის შენობის მიმდებარედ, 9 აპრილის ქუჩაზე სამართალდამცავების მობილიზებაა.
კერძოდ, მათ პარლამენტის შესასვლელთან კორიდორი აქვთ გაკეთებული.
პარალელურად, პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი რკინის ჯებირზე აბრახუნებენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. ისვრიან პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს.
რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია.