გუშინ, 17 დეკემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ და ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ბოლქვაძემ ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეული მოინახულეს, კერძოდ სოფელ ქვიანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერეს, სადაც სამუშაოების მეორე ეტაპს ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე "ვლადისლავ ბულიგინი" ახორციელებს.
დაპირებისამებრ, ქვიანის საბავშვო ბაღში სამუშაოები წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ასევე დაათვალიერა გურამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაობი, რომელსაც ფირმა "ჯიაიდთან" გაუქმებული ხელშეკრულების შემდეგ შპს "სამკუთხედი" აწარმოებს. გურამიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრებაც წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. რაც შეეხება ცინცაძის, კუპრეიშვილისა და თბილისის ქუჩებს, აქ გეგმისამებრ სამუშაობი 2015 წლის პირველ კვატალში უნდა დასრულდეს.