ხვალიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას დახმარების სახით სამშენებლო მასალას გადასცემს. 30 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, კერძოდ ცემენტი და წვრილი საკედლე ბლოკი სოციალურად დაუცველ ოჯახებს ავარიული სახლების შესაკეთებლად გადაეცემათ.
სამშენებლო მასალა გადაეცემა, აგრეთვე ბოლო პრეიოდში ხანძრისგან დაზარალებულ პაქსაძეების და დოლიძეების მრავალშვილიან ოჯახებს. დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
_ სამშენებლო მასალებს სულ 24 ოჯახს გადავცემთ. 62 ტ. ცემენტი და 13 623 ცალი სამშენებლო ბლოკი მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დარიგდება, ესენია: შემოქმედი, ნატანები, გურიანთა, ბახვი, ნაგომარი, ნასაკირალი, შრომა, მაკვანეთი, ნარუჯა, ლიხაური, მელექედური, სილაური, ჯუმათი, ძიმითი და მერია, – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტურქტურისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ბადრი გობრონიძემ.
(R)