"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გურიის გუბერნატორობის ერთ-ერთ კანდიდატად, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რიმა ბერაძე განიხილება.
"გურია ნიუსმა" რამდენჯერმე სცადა რიმა ბერაძესთან დაკავშირება, თუმცა ვერ მოხერხდა.
რიმა ბერაძე ბიზნესმენ, მერაბ სიორიძის მეუღლე და ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის ახლო ნათესავია.