რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ოზურგეთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩოხატაურელი ქალბატონი ნ.ნ. დააკავეს.
2 დეკემბერს, ქალაქ ოზურგეთში მართვის მოწმობის ასაღებად, პრაქტიკული გამოცდის დროს მისულმა ჩოხატაურელმა ქალბატონმა ნ.ნ.-მ, მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს ქვითარში ჩადებული 50 ლარი გადასცა. მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიცია გამოიძახა.
ოზურგეთის რაიონული პროკურორის მალხაზ სირაძის განცხადებით, საქმეს აწარმოებს შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო.
"გამოძიება დაწყებულია ს.ს.კ. 339 მუხლის პირველი ნაწილით, დამნაშავეს დაეკისრა გირაოს სახით 5000 ლარის გადახდა", _ განაცხადა პროკურორმა "გურია ნიუსთან".
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ოზურგეთში უკვე მეორედ ხდება.