გურიის გუბერნიის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ჰაკერული შეტვა განხორციელდა. ამ წუთებში ვებ-გვერდიდან ცნობილი ხდება, რომ გურიის გუბერნატორად კობა ქანთარია დაინიშნა.
"გურიის ხელისუფლებაში განხორციელდა საკადრო ცვლილებები გურიის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის თანამდბობა დაიკავა – აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტბსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა – კობა ქანთარიამ, გუბერნატორის ყველა მოადგილემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
23 დეკემბერს 12 საათზე აღნიშნულთან დაკავშირებით მედიისთვის გაკეთდება სატელევიზიო განცხადება სადაც ისაუბრებენ ყოფილი და ახლად დანიშნული რწმუნებულები." _ აღნიშნულია განთავსებულ განცხადებაში.
გურიის გუბერნიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, ჰაკერული შეტევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც განხორციელდა.