(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს, ლანჩხუთის “გურიამ” მორიგი შეხვედრა გამართა და საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ კონკურენტს _ ხონის “იმერეთს” უმასპინძლა. ჩვენებურებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 3:0 მოიგეს (პირველი წრის შეხვედრა ხონში ფრედ, 2:2 დასრულდა). ამ მოგებით “გურიამ” 26 ქულა მოაგროვა და გათამაშების დასრულებამდე 7 ტურით ადრე მდევრებს 7-10 ქულით უსწრებს _ “ნორჩ დინამოელს” 19 ქულა აქვს, წალენჯიხის “სქურს” _ 17, ზემონახსენებ “იმერეთს”, თბილისის “ზოოვეტსა” და წყალტუბოს “სამგურალს” _ 16-16.
მომდევნო ტურში, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართება, “გურია” “ნორჩ დინამოელს” სტუმრობს და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენებურები უახლოეს მდევრებს 10 ქულით გაასწრებენ და შემდეგ დარჩენილ 6 შეხვედრაში 4 უნდა წააგონ, რომ ზონაში მეორე ადგილზე გასვლა ვერ შეძლონ.