ცოტა ხნის წინ ლონდონის როიჰემპტონის უნივერსიტეტის სწავლულებმა მიზნად დაისახეს გამოეკვლიათ, რატომ ეჩვენება ნასვამ მამაკაცს ყველა ქალი ლამაზი.
დასკვნაში ბრიტანელმა მეცნიერებმა მიუთითეს, რომ მთვრალი მამაკაცები სახეებს გაცილებით სიმეტრიულად ხედავენ. ფხიზელ თვალს არ გამოეპარება სახის მცირე ასიმეტრიაც კი, ნასვამები კი ვერ ამჩნევენ სერიოზულ ასიმეტრიულ დეფექტსაც კი. სწორედ ამიტომ არის, რომ ნასვამ მამაკაცს ნაკლებსიმპათიური ქალებიც კი მიმზიდველებად ეჩვენებათ.
მეცნიერთათვის დასკვნა საკამათო აღმოჩნდა. საქმე ის არის, რომ მოწინააღმდეგეთა აზრით, სახე ძალიან რთულად აღსაქმელი ობიექტია, უამრავი პარამეტრებით, რითაც მისი სილამაზის თუ სიმახინჯის შეფასება ხდება. ამიტომ, ის, რომ ნასვამები მხოლოდ ასიმეტრიას ვერ ამჩნევენ, საკმაოდ გაზვიადებულია. ადამიანები ასეთ მდგომარეობაში, უბრალოდ, არა მარტო სახეებს, ყველაფერს ბუნდოვნად ხედავენ.
მოკლედ, ერთი რამ ცხადია, მეცნიერები სრულიად ადასტურებენ ძველ გამოთქმას: „არ არსებობს ულამაზო ქალი, უბრალოდ, სასმელია ცოტა“.