ამერიკულ ჟურნალში, რომელიც ალკოჰოლიზმს ეხება, დაიბეჭდა სამეცნიერო კვლევის შედეგი, რომელმაც შოკში ჩააგდო პლანეტა დედამიწის არამსმელი მოსახლეობა.
თურმე ლოთების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად მეტია არამსმელებისაზე.
მეცნიერები 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 1824 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს. მათი ასაკი 55-დან 65 წელს შეადგენდა. კვლევის განმავლობაში გარდაიცვალა არამსმელთა 67%, ლოთების 60% და ზომიერად მსმელთა 41%.
დაბალი სიკვდილიანობა აღინიშნება ზომიერად მსმელთა შორის. ის , ვინც დღეში ერთ-ორ ჭიქა ღვინოს მიირთმევს, იუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იმცირებს გულის დაავადების რისკს და ელემენტარულად, მას დალევის პროცესში ურთიერთობა აქვს უამრავ ადამიანთან, რომლებიც ინტერესდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, დროულად გამოავლენენ მისი უქეიფობის მიზეზს და დაეხმარებიან მას მკურნალობაში.