ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც დაიწყო.
გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, მესამე ეტაპი სამშაბათს, 30 დეკემბერს დასრულდება.
"რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას ამას, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ მივიღებთ", _ გვითხრა ურუშაძემ.