"არ შემიძლია, განსაკუთრებით ხაზგასმით არ აღვნიშნო C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება საქართველოში. სულ რაღაც 2 წლის წინ C ჰეპატიტის მკურნალობა აქ გადაუჭრელ პრობლემად ითვლებოდა", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"როგორც დაავადება, მთლიანად დაიძლევა. ამ გეგმის მიხედვით, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მედიკამენტი, რომელიც C ჰეპატიტისგან განკურნების 90-პროცენტიან შანსს იძლევა". _ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.