ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიმყოფებით ძალიან დიდ ტყუილში და ვირტუალურ სამყაროში. ის განცდა, რაც გაუჩინეს მოსახლეობას წინა ხელისუფლებამ, ეს იყო დიდი დანაშაული ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სამწუხაროა, რომ დღესაც ცდილობენ აქტიურად პოლიტიკოსები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ეს არის უპასუხისმგებლო და ანტიეროვნული პოლიტიკის გამოხატულება და ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც დავასრულეთ ქვეყანაში 2 წლის წინ", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.