მაშინ როცა საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ერთმანეთს ურტყამდნენ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტს ხმაურით განიხილავდნენ. მართალია, ცემა-ტყეპა არ გაუმართავთ, თუმცა, სიტყვიერი შეურაცხყოფები ქალაქის მერს, ბეგლარ სიორიძესა და საკრებულოს ოპოზიციონერ ქალბატონებს შორის 20 წუთზე მეტს ხანს გაგრძელდა.
ნუ წიკვინებთ, მე მომისმინეთ, ბევრს ნუ ლაპარაკობთ _ ასე მიმართავდა ქალაქის მერი საკრებულოს დეპუტატებს, რომელსაც დეპუტატების ე.წ "დაკითხვაში“ თანაშემწე ეხმარებოდა.
ამ ხმაურიან სხდომის კადრებს „კვირის თემა“ ექსკლუზიურად გთავაზობთ.
უყურეთ „კვირის თემას“ და გაიგეთ რას პასუხობენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიაში ყოფილ კონკურსანტებს, რომლებიც საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved