მოახლოებული ახალი წელი მსუყე და მრავალფეროვან სუფრასთან გვიხმობს. ხშირად ყველას უჭირს ამ დროს თავის შეკავება.
დიაბეტით დაავადებულთათვის ძალიან კარგი საშუალებაა დარიჩინით მკურნალობა. იგი ძალიან სასარგებლო პროდუქტია არა მარტო დიაბეტიანებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ხშირად ემატებათ სისხლში შაქრის რაოდენობა. ნახევარ ჩაის კოვზ დარიჩინს დავამატებთ ერთ ფინჯან ჩაის (შეიძლება, მწვანეც იყოს). დალევთ დღეში ერთხელ. სისხლში მნიშვნელოვნად შემცირდება შაქრის რაოდენობა.
დარიჩინი ხელს უწყობს ტვინის რეცეპტორების გაქტიურებას და და ამასთანავე დაბლა სწევს ქოლესტერინს. ექიმები არ გვირჩევენ დარიჩინიანი ფუნთუშის მირთმევას, რადგან ის ცხიმს შეიცავს. დანამატის სახით დარიჩინი უნდა მივირთვათ ბოსტნეულის სალათებთან და ფაფეულთან. შაქრიანებისთვის ის ამ შემთხვევაშია სასარგებლო.