ერთ-ერთი ყოფილი კონკურსანტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები ტიტე ბაქანიძე, სოციალურ ქსელში წერს:
"მოგესალმებით ყველას. მოგიწოდებთ, რომ ყველა, ვინც ფიქრობთ რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასაუბრება ტენდენციურად და არასამართლიანად ჩატარდა და არასამართლიანად დაინიშნენ თანამდებობებზე კონკურსანტების გარკვეული კატეგორია, თავი მოვიყაროთ ხუთშაბათს დღის 12 საათზე მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ და დავსახოთ სამოქმედო გეგმა."
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა კონკურსი ჩატარდა, სადაც უკვე დაინიშნენ საჯარო მოხელეები თანამდებობებზე.