ძიუდოისტთა საერთაშორისო რეიტინგის ათეულის სათავეში, ქართველი სპორტსმენი, ავთანდილ ჭრიკიშვილი დგას.
ძიუდოისტთა საერთაშორისო რეიტინგს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ორი წლის განმავლობაში მსოფლიოსა და კონტინენტურ ჩემპიონატებში, სხვადასხვა ტურნირებში (გრან სლემი, გრან პრი) ნაჩვენები შედეგების მიხედვით ადგენს.
ჩვეულებრივ, რეიტინგი დგება წონითი კატეგორიების მიხედვით. ათეულის სურათი, რომელიც ფედერაციის გვერდზე დაიდო, ყველა წონის საერთო რეიტინგია.
ათეულში ასევე მოხვდნენ ვარლამ ლიპარტელიანი, ამირან პაპინაშვილი და ადამ ოქრუაშვილი.