ქალაქ ოზურგეთის მერიაში, საჯარო მოხელეთა ახალი კონკურსი იწყება.
"ამჯერად თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, თანამშრომელთა დათვლის ფორმულა შეიცვალა და დაემატა 15 საშტატო ერთეული. შესაბამისად, გამოცხადდა მეორე კონკურსი დამატებით შტატებზე. ეს გახლავთ 15 ვაკანტური თანამდებობა ქალაქის მერიაში და განაცხადების გაკეთება მსურველებს, ჩვეულებრივ, hr.gov.ge – ზე დღეიდან შეეძლებათ.
კომისიის შემადგენლობა უცვლელი რჩება", – გვითხრა ქალაქ ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა ანა მდინარაძემ.