მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნა გრძელდება. BBC-ს ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე ბოლო მონაცემებით, ბრენტის ნავთობი 4.5 პროცენტით გაიაფდა. ბარელის ღირებულება კი 52,72 დოლარი იყო.
3.5%-ით გაიაფდა WTI-ის მარკის ნავთობი ნიუ-იორკის ბირჟაზე.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაზარზე გაზრიდილი მიწოდებისა და დაბალი მოთხოვნის გამო, ფასები კიდევ უფრო დაიწევს. ნავთობის გაიაფებამ ბაზარზე ენერგო–კომპანიების აქციების ფასების ვარდნა, საფონდო ინდექსების დაწევა და რუბლის კიდევ უფრო გაუფასურება გამოიწვია.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ნავთობის გაიაფება შეერთებული შტატების ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს