სარფის საბაჟოდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში კონტრაბანდულად შეტანილი 600-ზე მეტი ძვირადღირებული ავტომობილი ამოიღეს, რომელთა შორის ჰამერის ჯიპები, ბმვ -სა და ტოიოტის მარკის ავტომობილების ახალი ეგზემპლარებიც არის.
ავტომობილები საქართველოდან დროებითი სარგებლობის საბაჟო პროცედურის გავლით შევიდა, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ ისინი და შემდგომი რეალიზაციისთვის მზადდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ, თურქული მედია, ქვეყნის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინტერნეტგამოცემა www.hurriyet.com.tr-ის ცნობით, ავტომობილების ამოღების ოპერაცია ქვეყნის ისეთ მსხვილ ქალაქებში ტარდებოდა როგორიცაა ანკარა და ადანაა.
აღსანიშნავია, რომ დაბალი ფასის გამო თურქეთის მოქალაქეები ავტომობილებს საქართველოში ხშირად ყიდულობენ და ცდილობენ აღრიცხვაზე საქართველოში აიყვანონ რათა თავი აარიდონ სამშობლოში არსებულ მაღალ გადასახადებს. არსებული კანონმდებლობა საშუალებას აძლევთ თავისუფლად ისარგებლონ ავტომობილით თურქეთის ტერიტორიაზე, სამ თვეში ერთხელ კი ამისათვის უნდა გადმოკვეთონ საქართველოს საზღვარი და შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში.
მომხდარი და თურქეთში ავტომობილების იმპორტის წესების გამკაცრება კი უარყოფითად აისახება ქართული ბაზრის იმ ნაწილზე, რომელიც მეორადი და ახალი ავტომობილების რეალიზაციითაა დაკავებული. რადგანაც შესაძლოა მოთხოვნა თურქეთის მოქალაქეების მხრიდან შემცირდეს.
გამოყენებულია www.hurriyet.com.tr -ის მასალა