ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, ალილოს მსვლელობა მოეწყო. ორგანიზატორის გიორგი ხინიკაძის თქმით, ალილოს მსვლელობის ტრადიცია 7 წლის წინ ექიმმა ირინა გოგუაძემ აღადგინა.
"ბოლო წლებია კი ალილოს მსვლელობის ორგანიზატორი გავხდი და ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით შობის დღესასწაულისთვის. მთელ სოფელში შეგროვილი ნობათი თანაბრად განაწილდა, რომელიც გადაეცა სოფლის შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს", – გვითხრა გიორგი ხინიკაძემ.
სოფელ ძიმითში ალილო მეუფე იოსების და დეკანოზ მოსეს (ჩხარტიშვილი) ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.