ოჯახური ტრაგედია დატრიალდა ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში, სადაც შუახნის მამაკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი მჟავა გახდა რომელიც გარდაცვლილმა დალია.
შემთხვევა გუშინ მოხდა და როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, თვითმკვლელობის მიზეზი შვილის საქციელი გახდა, რომელმაც დაახლოებით 700 ათასი ლარი კაზინოში წააგო.
გარდაცვლილი საკმაოდ შეძლებული ადამიანი გახლდათ და წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში სარეალიზაციოდ საღებავები შემოჰქონდა. ბათუმში მას რამდენიმე მაღაზიაც ჰქონდა. თუმცა, შვილის წაგებამ გაკოტრებამდე მიიყვანა.