https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნანუაშვილის წინადადება სერგეენკოს და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი სახალხო დამცველს

15:01; 8.01.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს სახალხო დამცველმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიმართა წინადადებით სახელმწიფო დონეზე შემუშავდეს სათანადო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებისთვის.

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – მესტიის, ონის, ამბროლაურის, ყაზბეგის, ხულოს, შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა შეამოწმა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ რიგ ტერიტორიულ ერთეულებსა და სოფლებში არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები და საავადმყოფოები, რაც არასრულწლოვნებს სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით უწყვეტად სარგებლობის უფლებას უზღუდავს.

“მიუხედავად იმისა, რომ როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, ისე  მოქმედი შიდა სამართლებრივი აქტების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო მომსახურებისა და დაწესებულებების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის და ამ მიზნით გაატაროს ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები, სახელმწიფოს მიერ დღემდე არ არის სათანადო დონეზე უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის დაცვის უფლების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრინციპი“ _ აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნანუაშვილს ოფიციალური განცხადებითვე უპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროში:

_ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N724 დადგენილებითდამტკიცდა 2014-2020 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფცია „საყოველთაო ჯანდაცვა და ხარისხის მართვა პაციენტთა უფლებების დასაცავად“, რომლის თანახმად სექტორის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2013 წლის თებერვლიდან ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც უზრუნველყო სამედიცინო მომსახურებაზე როგორც ბავშვების, ისე მოზრდილი მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა.

მოსახლეობის წინაშე სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და პრიორიტეტულ სფეროებში მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროგრამებით (ე.წ. ვერტიკალური პროგრამები).

აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს საქართველოს რიგ მაღალმთიან რაიონებში (სულ, 9 რაიონი) მოქმედი, სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში არსებული სამედიცინო ცენტრების სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები. დღეისათვის ყველა პროცედურა დამთავრებულია ოთხ რაიონში – ამბროლაური, ონი, ცაგერი და მესტია. დანარჩენ ხუთ რაიონში (თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, თეთრიწყარო და ბაკურიანი) არსებული ცენტრების გამოსყიდვის პროცედურები დასრულდება უახლოეს მომავალში.

დამტკიცდა „დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დიპლომისშემდგომი/სარეზიდენტო მზადების დაფინანსებას მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში. პროგრამის მიზანია, აღნიშნულ რეგიონებში სამედიცინო სერვისის მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

მაღალმთიან რაიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში არსებული რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება მათი სუბსიდირება (ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შპს „ჯეოჰოსპიტალსი“, შპს „შატილის საექიმო ამბულატორია, შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ამბროლაურის, ონის, მესტის და ცაგერის მუნიციპალიტეტები), შპს „ჭუბერ-უშგულის სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურება“).

მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში აშენდა და აღიჭურვა 82 სოფლის ამბულატორია, მათ შორის მესტის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში, დაბა ქედაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ აჭარაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეში.

რაც შეხება მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების ფუნქციონირების საკითხს, უნდა გაცნობოთ, რომ ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებში დასაქმებულია ექიმები და ექთნები (სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამა): მესტის მუნიციპალიტეტის სოფლებში – 13 ექიმი და 30 ექთანი; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – 21 ექიმი და 43 ექთანი; ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში – 12 ექიმი და 23 ექთანი; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში – 12 ექიმი და 12 ექთანი; ქედას მუნიციპალიტეტის სოფლებში – 1 ექიმი და 1 ექთანი; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – 18 ექიმი და 23 ექთანი. უახლოეს მომავალში „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოხდება 3 ექიმისა და 5 ექთნის დამატება.

სოფლის ექიმის როლის გაძლიერების მიზნით, 2014 წლის მაისიდან 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი (ექიმის ხელფასი გაუთანაბრდა 650 ლარს, 50-ის ნაცვლად, ექთნის – 45 ლარს, 30-ის ნაცვლად). განხორციელდა სოფლის ექიმებისათვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტაცის და „ექიმის ჩანთის“ (ექიმის ჩანთა მოიცავს მედიკამენტებს, ანტისეპტიკური საშუალებებს, ერთჯერად მოხმარების საგნებსა და ინსტრუმენტებს) ცენტრალიზებული შესყიდვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წლიდან მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებს დაენიშნებათ სახელფასო დანამატი 30 ლარის, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლის ექიმებს – 150 ლარის ოდენობით. ასევე განხორციელდება მაღალი გამავლობის ავტომობილების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის.

სოფლის ექიმები წარმოადგენენ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, რომლებიც, მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას უწევს ყველა ასაკის ორივე სქესის პირს. პირველადი ჯანმრთელობის დაცვა კი, თავისი არსით, გულისხმობს უწყვეტ, ყოვლისმომცველ და კოორდინირებულ, უპირველესად საოჯახო მედიცინის სისტემაზე დაფუძნებულ, საზოგადოების თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დავადებების პრევენცის, ფართოდ გავრცელებული დავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ოჯახის დაგეგმვას და ა.შ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 209 წლის 16 ივლისის 24/ნ ბრძანების შესაბამისად, სოფლად პირველადი ჯანდაცვის ექიმად მუშაობის უფლება აქვს ყველა ექიმი-სპეციალისტს, გარდა შემდეგი საექიმო სპეციალობებისა: ფსიქიატრია, ნარკოლოგია, სექსოლოგია, ფსიქოთერაპია, ბავშვთა ფსიქოთერაპია, სამედიცინო გენეტიკა, ჰომეოპათია, კლინიკური ფარმაკოლოგია, სამედიცინო პარაზიტოლოგია, ლაბორატორიული მედიცინა, პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია, სასამართლო მედიცინა, სამედიცინო რადიოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რადიოიზოტოპური გამოკვლევა, რადიაციული თერაპია. 2015 წლიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სისტემების შემუშავება/დანერგვაზე როგორც ამბულატორიული, ისე ჰოსპიტალური და ლაბორატორიული სერვისების ფარგლებში. აღნიშნული მოიცავს ხარისხის ინდიკატორების სისტემურ მონიტორინგს, მათ ინტეგრირებას ანგარიშგების ფორმებსა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაში, შიდა აუდიტისა და აკრედიტაცის მექანიზმებს.

შემუშავდება პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონცეფცია და მოხდება მისი ეტაპობრივი დანერგვა. ჯანდაცვის სექტორში არსებული ინფრასტრუქტურის ანალიზის, სამედიცინო სერვისების დონების განსაზღვრისა და მოსახლეობის განსაკუთრებული საჭიროებების (მაგ.: მაღალმთიან რაიონებში და კონფლიქტის ზონების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ა.შ.) გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობით. დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემცირების მიზნით მიმდინარეობს პერინატალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს პერინატალური სერვისების შეფასებას, ეფექტური პერინატალური სერვისების პრაქტიკის ხელშეწყობას, სერვისების რეგიონალიზაცის (დონებად დაყოფა) გეგმის შემუშავებას (USAID/Sustain-ის ხელშეწყობით პილოტირება დაიწყება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში).
რკინადეფიციტურ ანემიასთან დაკავშირებული პერინატალური სიკვდილობის, ნადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირების მიზნით, 2014 წლის ივნისიდან ყველა ორსული უზრუნველყოფილია ფოლიუმის მჟავით ორსულობის 13 კვირამდე და რკინადეფიციტური ანემის დიაგნოზის შემთხვევაში – რკინის პრეპარატით, ორსულობის 26-ე კვირიდან.

დედათა და ბავშვთა გარდაცვალებისა და მკვდრადშობადობის აღრიცხვიანობის, გარდაცვალების მიზეზების განსაზღვრისა და ანალიზის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება სავალდებულო შეტყობინების სისტემის გაუმჯობესება, აქტიური ზედამხედველობის მექანიზმების ჩართვა. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით (UNICEF) დაიწყება ბინაზე ვიზიტების მოდელის პილოტირება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში განვითარების შეფერხების ადრეული გამოვლენის და მათი დროული გადამისამართების უზრუნველსაყოფად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.

იმუნიზაცის სისტემის გასაძლიერებლად მოხდება სერვისის მიწოდებისა და მონიტორინგის არსებული მოდელის გადახედვა, ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების ლოჯისტიკის ცენტრალიზებული სისტემის გაძლიერება და სერვისის მიმწოდებელთა მოტივაცის გაუმჯობესება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სამინისტრო, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობით, კვლავაც აგრძელებს მუშაობას სამედიცინო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიმართულებით"_ აღნიშნულია ნანუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე აწერს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ქართული ღვინო ცხრა საუკეთესო ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელს შორის დასახელდა

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე:თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

19:37; 23.02.2026
პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში

18:51; 23.02.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

18:34; 23.02.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა -სადამდე გამყარდება ლარი?

17:58; 23.02.2026
საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23.02.2026
სამართალი

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს

17:29; 23.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა

17:25; 23.02.2026
სამართალი

“საბოტაჟის საქმე”- რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს

17:24; 23.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 23.02.2026
საზოგადოება

მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს

16:44; 23.02.2026
საზოგადოება

მთავრობის ახალი განკარგულება- რამდენი ლარია გამოყოფილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

16:22; 23.02.2026
სამართალი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და კიდევ ორი პირი დააკავეს – რას ედავება მათ გამოძიება

15:57; 23.02.2026
საზოგადოება

“გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობას”- რის შესახევბ საუბრობს ივანე ჩხაიძე

15:16; 23.02.2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს ეტაპობრივად 129 900 ლარი ჩაარიცხვინეს”- თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:55; 23.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო