ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღემატება. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, ყველაზე დიდი თოვლი მამათში, აცანაში და ჩოჩხათში მოვიდა:
_ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სოფლებში _ აცანაში, მამათში და ჩოჩხათში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ურუშაძემ.
მისივე თქმით, სოფელ მამათის რამდენიმე უბანს არ მიეწოდება ელექტროენერგია:
_ უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დღის ბოლოსთვის მამათს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია, _ დასძინა ურუშაძემ.