კურორტი ბაკურიანი ზამთრის სეზონზე დამსვენებლებს მასპინძლობს. მართალია, თოვლის საფარი დიდი არაა, მაგრამ ტურისტებს დასვენება და გართობა მცირე თოვლის პირობებშიც შეუძლიათ.
მთავარი გასართობი სათხილამურო ტრასაა. ასევე შესაძლებელია ბორანით, ცხენებით და კვადროციკლებით სეირნობა.
დაბა ბაკურიანის ცენტრში შესაძლებელია ასევე ყინულის მოედანზე სრიალი. აქვეა ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონები.