"საქართველოში ჩემს დაბრუნებას ვერაფერი აღკვეთს. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არჩევნებამდე დავბრუნდები. ივანიშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ ცხოვრების ბოლომდე ხელისუფლებაში იქნება, რომ ქვეყანა მას ეკუთვნის, მოუწევს ხელისუფლების დათმობა, როდესაც მისი დრო მოვა", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი New Eastern Europe-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
გამოცემასთან საუბრის დროს სააკაშვილი შეეხო, უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან მიღებულ შეთავაზებასაც და აღნიშნა, რომ პეტრო პოროშენკოს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთხრა, არ სურდა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა.
"მინდოდა დავხმარებოდი უკრაინას და ვეხმარები კიდეც, რამდენადაც შემიძლია. მაგრამ უარს ვერ ვიტყოდი საქართველოს მოქალაქეობაზე, რადგან დახმარება საქართველოსაც სჭირდება", – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.