ოზურგეთის დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კალანდა საჩუქრები გადასცა.
"ამ ეტაპზე საახალწლო საჩუქარი – "ნიკორას" 50 ლარიანი ვაუჩერი გადავეცი ათ სოციალურად დაუცველ ოჯახს, ხოლო 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს კი ავსტრიული წამოების ეტლი გადავეცით. მსგავსი აქცია აუცილებლად გაგრძელდება და მომავალშიც აუცილებლად დავეხმარებით იმ ადამიანებს ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება" – თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ.