საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" კომენტარს აკეთებს:
"ამ ფაქტებმა შეძრა თითქმის მთელი მსოფლიო, საქართველო, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საფრანგეთის გვერდით დგას. ჩვენს ისედაც ვართ დიდი ხანია საერთაშორისო ტერორისტთა ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, როგორც ავღანეთში, ასევე ცენტრალურ აფრიკაშიც.
ვფიქრობ, რომ ეს იქნება ევროპისთვის ისეთივე გამომაფხიზლებელი ტერორისტული აქტი, როგორიც იყო, იგივე 11 სექტემბერი ამერიკისთვის.
საჭიროა მეტი სიფრთხილე, წინდახედულობა და რაც მთავარია, სადაზვერვო და კონტრტერორისტული უწყებების ძალიან მჭიდრო კოორდინაცია," _ აღნიშნავს ალასანია.