თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას სახლში უცხო პირის შესვლასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 10 იანვარს დაიწყო.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით არის აღძრული.
"გამოძიება შეტყობინების შემოსვლის დღესვე დაიწყო. საქმე ქურდობის – 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს", _ აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლეს, ნათია ფანჯიკიძეს სახლში უცნობი პირი დახვდა.
ამის შესახებ ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახლი კინოლოგებს უკვე დაათვალიერებინეს.