"გურია ნიუსის" საკალანდო ლატარია, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის ბავშებისთვის იყოს განკუთვნილი, დასრულდა.
აქციაში მონაწილე საჯარო მოხელეებმა, ბიზნესმენებმა და სამართალდამცველებმა ლატარიის ყუთიდან ბავშვების საახალწლო სურვილებიანი წერილები თავად ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ ლატარიაში მონაწილეთა დიდი ნაწილი საკმაოდ ძვირადღირებულს ნივთებს ითხოვდნენ _ ნოუთბუქები, პლანშეტები, ველოსიპედები, ტელეფონები _ ასეთი საჩუქრების მიღება სურდათ ბავშვებს "თოვლის ბაბუასგან".
იყვნენ ისეთებიც, რომელთა სურვილები სათამაშოები, ტკბილეული და წიგნები იყო.
14 დეკემბერს, აქციის სპონსორებმა "თოვლის ბაბუას" როლი მოირგეს და პატარებს საჩუქრები თავად დაურიგეს.
უფრო ვრცლად ამ აქციის შესახებ უახლოეს მომავალში გიამბობთ და ფოტორეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ.