მოსამართლემ კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად მიღებული მტკიცებულებები, ოპერატიული მუშაკის დაკითხვა და ამის საფუძველზე ამოღებული იარაღი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი:
_ გიორგი კლდიაშვილის საქმეზე სასამართლომ თქვა ნურას უკაცრავადო. ხოდა, არ დაიზაროთ, გამახსენოთ ბოლოს როდის იყო ასეთ ამბები რომ ხდებოდა საქართველოში.
ეს ის საქართველოა მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, 2012 წელს ჯერ კიდევ იარაღს რომ უგდებნენ ადამიანებს.
სულაც არ ვარ ამაყი იმით რაც ამ საქმეში შსს-მ და ჩემმა უპატივცემულესმა და უდიადესმა პროკურორმა ხარებავამ გააკეთეს, მაგრამ სასამართლოში პატიოსნად მივიდნენ და იქიდან აი ასე, დამარცხებულები დაბრუნდნენ _ მაგარია! _ წერს ხიდაშელი.