ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ სწრაფად არ დაბერდნენ, ქალებმა ხორცი უნდა ჭამონ.
ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ამერიკული ცენტრის სპეციალისტება ჩაატარეს კვლევები და აღმოაჩინეს, რომ რაციონში არასაკმარისი რაოდენობის ხორცის შეტანა უარყოფითად აისახება სუსტი სქესის წარმომადგენელთა გარეგნობაზე.
ადრე ჩატარებული კვლევები არ ამტკიცებდნენ ხორცის მნიშვნელოვან როლს ქალის მენიუში.
პირიქით, მიიჩნეოდა, რომ ქალს ნაკლებად უნდა მიეღო ხორცი და უპირატესობა მიენიჭებინა თევზის და ფრინველის ხორცისთვის.