(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ სოფლის მეურნეობის საკითხებში კონსულტანტ-ტრენერების მომზადების პროექტის ფარგლებში, აგრარულ მენეჯმენტთან დაკავშირებით, სპეციალური სწავლება გაიარეს ყველა მუნიციპალიტეტის აგრონომებმა, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ აგრარულ საკითხებში ლაშა ღლონტმა: _ ჩვენ ჩაგვიტარდა სწავლება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაგეგმოს მეწარმემ და ფერმერმა მუშაობა, როგორ გახდეს წარმატებული და კონკურენტუნარიანი. აქვე გადმოგვცეს სპეციალური სამაგიდო წიგნი აგრონომებისთვის _ “სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვება” და დაგვასაჩუქრეს სპეციალური ხელსაწყოთი, რომლითაც ნიადაგში მჟავიანობა და ტუტიანობა მოწმდება, _ თქვა ღლონტმა.
მან აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში მოიწვევს დაინტერესებულ ფერმერებს და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მათ.