"არავის შეუძლია იცინოს რწმენაზე. ის კი, ვინც ამას გააკეთებს, უნდა ელოდოს საპასუხო დარტყმას," – ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც რწმენის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლებაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არ შეიძლება პროვოცირება, სხვისი რწმენის დამცირება, დაცინვა.
"არსებობს ზღვარი. ყველა რელიგიას თავისი ღირსება აქვს. სიტყვის თავისუფლება სასიკეთოდ უნდა არსებობდეს," – აღნიშნა რომის პაპმა.