თეთრი ფერის ავტომობილები ყველაზე მოთხოვნადი ყოფილა მსოფლიოში, ამის შესახებ PPG Industries მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ გახდა ცნობილი, PPG Industries არის მსოფლიოში ლიდერი კომპანია საღებავების წარმოებაში, მათი თქმით თეთრი ფერის ავტომობილების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2%-ით არის გაზრდილი, მეორე ადგილზე შავი ფერია, ხოლო მესამე ადგილს რუხი ფერი იკავებს, უნდა აღინიშნოს, რომ ვერცხლისფერმა ბოლო 2 წლის მანდზილზე 7%-ით დაიკლო და მეოთე ადგილზე გადაინაცვლა.
2013 წელს თეთრი ფერი ასევე ლიდერობდა ევროპაში, აზიაში და ლათინურ ამერიკაში. ექსპერტების თქმით თეთრი ფერის ავტომობილები ყველაზე უსაბრთხოა, მაგალითისათვის ღამის განათების პირობებში შავი ფერის ავტომობილების ავარიაში მოხვედრის შანსი ერთნახევარჯერ უფრო მაღალია ვიდრე თეთრი ფერის მანქანებში, ამავდროულად მუქი ფერის საღებავი მზეში უფრო ხურდება, რამაც განაპირობა ღია ფერების პოპულარობა რეგიონებში სადაც ცხელი კლიმატური პირობებია.