საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი და ქართული სამზარეულო.
დამზადდება ქართული ტრადიციული კერძები ხაჭაპური, ჭვიშტარი, ფხალი და ა.შ.
Gruene Woche 2015-ზე ქართულ სტენდზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული კომპანიების პროდუქცია: „ქიმერიონი“, „ჩელთი“, „ტიბანელი“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმან ვაინსი“, „კახური“, „ლომისი“, „კულა“, „ლივო“, „გეოჰაუსი“, „მაკოვსკი რუსა“. გამოფენაში ასევე მონაწილეობენ ტურისტული კომპანია “Like Georgia” და ტურიზმის ეროვნული სააგენტო.
Gruene Woche -ზე ქართულ შემოქმედებას ანსამბლი „შვიდკაცა“ წარმოადგენს და გამოფენის სტუმრებს ტრადიციულ ქართული მრავალხმიანი ფოლკლორული სიმღერას გააცნობს.