საპარლამენტო უმცირესობის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან“, ზაზა ბიბილაშვილი მოსმენების თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას ისევ უსმენენ.
"სულ ცინცხალი: მეგობარს ტელეფონით ველაპარაკები. უცებ ტელეფონი იჭედება – ეკრანზე ისევ მიმდინარე ზარის აღმნიშვნელი წარწერა ჩანს, მაგრამ თანამოსაუბრის ნაცვლად მიყურადების ოთახი ერთვება – ფუსფუსი, "შუმები", ამბავი… მერე, მოულოდნელად, ეთერში ვიღაც ქალი შემოდის, რომელიც დაჟინებით მიმეორებს – "ელმირა! ელმირა!! არ მესმის, სად ხარ?!" – დაახლოებით 1 წუთში გაუგებრობა სრულდება და ჩემი თავდაპირველი თანამოსაუბრე მიბრუნდება… ხოდა, ნუ, ჭიკაიძე ბავშვია, რა უნდა ველაპარაკო, ჭკუა არ მოეკითხება. ღარიბაშვილისთვის რამის თქმას რა აზრი აქვს, თავისი გასჭირვებია, ისედაც "ლაფათკაზე" ზის. ამიტომ… პოლიტპარიმართა განმათავისუფლებელო და კაგებეშნიკთა ხელის აღმპყრობელო, ლექის ამომრეცხავო და ოლიგარქთა შორის ინტელექტუალო, ბრძენო კაცო, ბატონო ბიძინა, ისევ თქვენ გეაჯებით — მადლობელი ვარ, რომ უკანონო მოსმენები დაასრულეთ და კანონიერად მისმენთ. მაგრამ ასე ზერელედ რატომ ეკიდებით საქმეს? თუ არ მალაპარაკებთ, ხომ ვერ გაიგებთ, რისი თქმა მინდა? მისმინეთ, მაგრამ თან მალაპარაკეთ. თქვენც ხეირი, მეც – ხეირი. გმადლობთ, რომ არსებობთ“, _ წერს ბიბილაშვილი საკუთარი "ფეისბუკის“ გვერდზე.